XOXO სიყვარულის მუსიკა

აღწერა

ჯენის, რომელსაც არასდროს ჰყოლია შეყვარებული და არც დრო დაუთმია ქეი-პოპისთვის ან სხვა გასართობისთვის, მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს – პროფესიონალი ვიოლონჩელისტი გახდეს. მოულოდნელად მის ცხოვრებაში ჩნდება უცნაური და იდუმალი ბიჭი, ჯევუ. ლოს-ანჯელესში ერთად გატარებული გასეირნების შემდეგ, რომანტიკული საღამო ჯენისში დიდ სიყვარულს აღვიძებს. თუმცა, მალევე ირკვევა, რომ ჯევუ კორეაში ერთ-ერთი ცნობილი ქეი-პოპ ჯგუფის წევრია, რომელსაც გოგონებთან შეხვედრა ეკრძალება. ჯენი და ჯევუ სრულიად განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ. გარდა ამისა, ჯენის სიყვარული ხელს უშლის მუსიკალურ სკოლაში სწავლას, ხოლო ჯევუს მომღერლის კარიერას უქმნის საფრთხეს, რომლისთვისაც მას დიდი ძალისხმევა აქვს გაწეული. ახლა შეყვარებულებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ღირს მათი სიყვარული ოცნებებზე უარის თქმა.

14.95