„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. ეს წიგნი მრავალ ენაზეა თარგმნილი და თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. რომანის მთავარი გმირი, ჟან-ბატისტ გრენუი, უჩვეულო და გამორჩეული ადამიანია. მას გამძაფრებული ყნოსვა აქვს. მას შეუძლია შეიგრძნოს სურნელები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შეუმჩნეველია და არც კი არსებობს მათი სახელები. ყველა არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუი მათ განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. ეს არის გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც სრულყოფილი სუნამოს შექმნის და ძალაუფლების ვნებითაა შეპყრობილი და საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.