უნდა გიღალატო

აღწერა

1989 წელს, როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმები ინგრეოდა, რუმინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს სისხლიანი დიქტატურა კვლავ ძლიერი იყო. ქვეყანაში გამეფებული იყო მკაცრი კონტროლი და საყოველთაო თვალთვალი, მოსახლეობა შიმშილობდა და თავისუფლებას ნატრობდა. თუმცა, დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს ძლიერი ზეწოლის გამო, ხალხი ვერ ბედავდა პროტესტს. აკრძალული იყო ყველაფერი ადამიანური, ხოლო უმნიშვნელო გადაცდომისთვისაც კი ადამიანებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. 17 წლის მოსწავლე კრისტიან ფლორესკუმ იცოდა, რომ მის გაპარტახებულ ქვეყანას გარეთ თავისუფალი სამყარო არსებობდა და ახლა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე იდგა: გამხდარიყო სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი, თუ შეებრძოლა არსებულ რეჟიმს.

14.95