ქრისტოფ რანსმაირის (1954) რომანი „უკანასკნელი სამყარო“ მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავს მოგვითხრობს ტომისში, სადაც პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი იყო გადასახლებული. ტომისი „უკანასკნელი სამყაროს“ მოდელია, იმედებისა და სურვილების განადგურების ადგილი. წიგნში ძველი სამყარო, მითები და დღევანდელობაა გადახლართული. „უკანასკნელი სამყარო“ პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ნიმუშია, რომელიც ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი.