მერ ბაროუს სამყარო ორ, წითელ და ვერცხლისფერ ფერად არის გაყოფილი. წითელ სამყაროში სიდუხჭირე, შიმშილი, იმედგაცრუება და სასოწარკვეთაა, მაშინ როდესაც ვერცხლისფერი კეთილდღეობით, ძალითა და ძალაუფლებით გამოირჩევა! ოჯახის სარჩენად წითელ სამყაროში მცხოვრები გოგონა ქურდობს და სხვა არაფერი იცის. თუმცა მან იცის ისიც, რომ 18 წლის შესრულებისთანავე ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ უეცრად იმედის ნაპერწკალი აკიაფდება… როგორც ჩანს, ალისფერი განთიადი ახლოსაა! მანამდე კი მერ ბაროუს ელის საკუთარ სახელზე და წარსულზე უარის თქმა, საძულველ და სასტიკ ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, მრავალი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა! ამ ბრძოლაში სასწორზე მხოლოდ მისი სიცოცხლე არ დევს.