წიგნის ქურდი

აღწერა

19მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილმამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და, ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 39, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. „წიგნის ქურდის“ მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც, მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია. მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“.

18.00