გენიალურ მაძებარს ერკიულ პუაროს ამჯერადაც წმინდა ინგლისური მკვლელობების გამოძიება მოუწევს და პირველი მართლაც სასტიკია _ უცნობი მამაკაცი ჯერ ნარკოტიკით გააბრუეს, შემდეგ კი დანა გაუყარეს გულში… რამდენიმე დღეში მბეჭდავი გოგონა მოახრჩვეს შარფით. ამ ერთმანეთთან დაკავშირებული მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნაში პატარა ბელგიელს დაეხმარება… საათები _ იატაკზე დასადგამი, კედლის, ბუხრის თაროს, მაგიდის და რატომღაც ყველა მათგანი სხვადასხვა დროს აჩვენებს.