პერიოდული სისტემა

აღწერა

პრიმო ლევი, ებრაული წარმოშობის იტალიელი მწერალი, პოეტი და ესეისტი, ქიმიკოსი იყო. 1938 წელს, ფაშისტური რეჟიმის გამო, სწავლა ტურინის უნივერსიტეტში შეწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომამდე ლაბორატორიებში მუშაობდა და ანტიფაშისტურ მოძრაობაშიც მონაწილეობდა. 1943 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1944 წელს ოსვენციმში გადაიყვანეს, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა.

1975 წელს გამოქვეყნებული „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობისგან შედგება. პროფესიით ქიმიკოსმა თითოეულ მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელი უწოდა. ავტორი „ქიმიური“ თვალთახედვით სწავლობს ადამიანებსა და საგნებს, ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს იღებს და სამყაროსა და საკუთარი თავის ირონიულად აღქმას იწყებს. მოთხრობების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია და ლევის ოჯახის, ახალგაზრდობის, ომისა და ოსვენციმის ამბებს მოიცავს.

„პერიოდული სისტემა“ პრიმო ლევის პირველი წიგნია, რომელიც ქართულად გამოიცა.

19.95