შესაძლებელია თუ არა ისეთი ადამიანის სიყვარული, რომელსაც ვერასდროს შეეხები? სტელა გრანტისთვის კონტროლი უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა დისტანციის დაცვა ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ფილტვის ტრანსპლანტაციის შანსი გაუქროს. უილ ნიუმენის ერთადერთი სურვილი კი ამ საავადმყოფოდან რაც შეიძლება მალე გაღწევაა. მას არ აინტერესებს არც მკურნალობის პროცესი და არც ახალი, ექსპერიმენტული მედიკამენტები. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ის 18 წლის გახდება, მოიშორებს ყველა სამედიცინო აპარატს და საავადმყოფოს კედლებს მიღმა ნამდვილი სამყაროს ნახვას შეძლებს…