ნივთების უმანკოება

აღწერა

ეს წიგნი, ილუსტრირებული ნახატებითა და ფოტოსურათებით, „უმანკოების მუზეუმში“ გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქის თხრობას აგრძელებს სტამბოლისა და მისი ცხოვრების შესახებ.

წიგნი მოგვითხრობს ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ოჯახების ფოტოებზე, მოძრავ თერძებზე, კაზინოებსა და კინემატოგრაფისტებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და სხვადასხვა სფეროებზე. პარალელურად, აღწერილია ორჰან ფამუქის თხუთმეტწლიანი მუშაობა მუზეუმის შექმნაზე და წიგნი მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. „უმანკოების მუზეუმის“ მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.

39.95