იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ ავტორს აღიარება მოუტანა. ამ ავტობიოგრაფიულ წიგნში ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება.
მგრძნობიარე მთხრობელი ნიღბების ცვლაში ოსტატურად გულწრფელია და ძნელად გასააზრებელ სიმართლეს უპირისპირდება. ძალადობა, სექსუალობა და სიკვდილის წყურვილი მიშიმას მნიშვნელოვანი თემებია, რომლებსაც ის სხვა რომანებშიც უბრუნდება.
„ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ გამოცემული აქვს მიშიმას „ოქროს ტაძარიც“.