შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990) ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატია. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს.
„მინოტავრი“ ურჩხულის სევდიანი ამბავია, რომელიც მინის ლაბირინთშია გამოკეტილი და ორეულებთან ურთიერთობას ცდილობს.
„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი შემთხვევითობებისა და დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა და ყველა ყველას აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ძალადობის, ტყუილისა და მანიპულაციის მექანიზმს ხსნის და მოვლენებს იდუმალების ნიმბს აშორებს.