„კუჯო“ სტივენ კინგის ჰორორ რომანია, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ეს ამბავი მწერალზე იმდენად მოქმედებს, რომ ცოფიანი სენბერნარი მის რამდენიმე წიგნში ჩნდება. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ადამიანები უყვარს. თუმცა, ცხელი ზაფხულის ერთ დღეს, ის ცოფიანი ღამურების სამყოფელში შეყოფს ცხვირს, რაც მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის ბავშვის, სიკვდილს იწვევს. ამ შემზარავი ამბის ფონზე, რამდენიმე ადამიანური დრამა ვითარდება.