წიგნი კომპასი – ატიას ენარი (1972), ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, ლიტერატურული ჯილდოების მფლობელია. მან ლუვრის სკოლა დაამთავრა და არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა.
„კომპასი“, რომლისთვისაც 2015 წელს გონკურის პრემია მიიღო, აღმოსავლეთის იდუმალებას გვიჩვენებს, რომელიც დასავლელ ხელოვანებს იზიდავდა.
რომანის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა ფრანც რიტერი, უძილობისგან გაწამებული, იხსენებს საყვარელ სარას და აღმოსავლეთს. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა – აღმოსავლეთმცოდნე. მათი გზები ირანში გადაიკვეთა. ისინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და განსხვავებებზე მსჯელობენ. სარა და ფრანცი ერთმანეთს კარგავენ და პოულობენ, მაგრამ მათი კომპასი აღმოსავლეთისკენ მიუთითებს.
ეწვიეთ ჩვენ ფეისბუქ გვერდს – https://www.facebook.com/tsignomani2025