ეს სასაუბრო განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზნით მოგზაურობენ უცხოეთში და არ იციან თურქული ენა. ასევე, ის გამოადგება მათ, ვისაც თურქული ენის შესწავლა სურს. სასაუბროში მასალა თემატურად არის დალაგებული. ხშირად წარმოქმნილ სიტუაციებში (გაცნობა, საბაჟო, აეროპორტი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ.) მოცემულია ტიპური ფრაზებისა და გამონათქვამების ნიმუშები. ყოველი თემის ბოლოს წარმოდგენილია მოცემულ თემაზე სიტყვების ჩამონათვალი.