ფლენერი ო’კონორი (1925-1964) ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი მემკვიდრეობა, უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკად ითვლება. 1955 წელს გამოიცა კრებული „კარგი კაცი სანთლით საძებარია“, რომელიც ათ მოთხრობას მოიცავს. მწერალი მოთხრობის ჟანრის ოსტატად არის აღიარებული.
ეს კრებული ერთ-ერთი გამორჩეულია როგორც ავტორის შემოქმედებაში, ასევე XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია, სავსე ადამიანების ბნელი ზრახვებით, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.