მიუხედავად იმისა, რომ “ჰამლეტი” ჟამთა სიავის ამსახველი ტრაგედიების კატეგორიას განეკუთვნება, იგი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გმირის პესიმიზმი თითქოს გადამდებია და ბედის უკუღმართობათა შეცნობას მკითხველი ტრაგედიის გმირებთან ერთად ეძებს. ალბათ, ამიტომ დღესაც ხშირად გვესმის ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი “ყოფნა-არყოფნის” შესახებ.