მარგარეტ ეტვუდის (1939), კანადელი მწერლის, რომანმა „ბრმა მკვლელი“ 2000 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა. ჟურნალმა „თაიმმა“ ის იმავე წლის საუკეთესო რომანად აღიარა და 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი ნაწარმოების სიაში შეიტანა. ეს მრავალშრიანი წიგნი, რომელიც ოჯახურ საგას, სამეცნიერო ფანტასტიკას, ისტორიულ რომანს, სასიყვარულო ისტორიასა და დეტექტივს აერთიანებს, ერთგვარ ჩინურ ყუთს წარმოადგენს: დების, აირის და ლორა ჩეიზების, ისტორიას აირისი გვიამბობს, მაგრამ რომანში „ბრმა მკვლელი“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია ჩართული