სეიმურ ლევოვი, „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ვარსკვლავია. ის ბრწყინვალე სპორტსმენია, რომელსაც ყველა პატივს სცემს და აღმერთებს. „შვედი“ ღრმა კვალს ტოვებს ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში, რომელიც მოგვითხრობს თავისი კერპის, სრულყოფილი და კეთილშობილი ბიჭის შესახებ.
სკოლის შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს, ქორწინდება „მის ნიუ-ჯერსიზე“ და წარმატებულ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, მისი თექვსმეტი წლის გოგონა, კომუნისტური იდეებით გატაცებული, ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
1998 წელს რომან „ამერიკული პასტორალისთვის“ ფილიპ როთს პულიცერის პრემია მიენიჭა.