ძარცვა

აღწერა

ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) თავისი ქვეყანა თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა, როგორც ეს თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტზეემ მოახერხეს. ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის სახელს ნობელის პრემიის კანდიდატებს შორის ხშირად ახსენებენ, რადგან მისი ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა.

2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ყოფილი ცნობილი ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, იგივე ბუჩერის, ამბავს მოგვითხრობს. მაიკლი მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ცხოვრობს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ გამოჩნდება და ყველაფერს შეცვლის.

22.95