რეკლამა და პრომოცია

აღწერა

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, ნათარგმნი მრავალ ენაზე და გამოყენებული მსოფლიოს მასშტაბით, პირველად გამოიცა ქართულად. ავტორები არიან სან-დიეგოს უნივერსიტეტის სპეციალისტები, რომლებიც ასევე კონსულტაციებს უწევენ კომპანიებს, რაც აისახა წიგნის შინაარსზე.

წიგნში განხილულია რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და პერსონალური გაყიდვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ეს ნაწილები აღწერს მსხვილი, საშუალო და მცირე კომპანიების მუშაობას, რაც საშუალებას იძლევა თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების ან არგამოყენების შედეგების გაანალიზებისთვის.

69.95