ისტორია – ტესტები ეროვნული გამოცდებისთვის 2024

აღწერა

გამოცემა 2023 წლის ისტორიის ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია. კრებული შეიცავს ათ ტესტს. თითოეული ტესტი ოთხი სხვადასხვა დავალებისგან შედგება.

დავალების პირველი ტიპი _ კითხვები პასუხების მრავლობითი არჩევნით _ 35 თითოქულიან კითხვას შეიცავს და, შესაბამისად, 35-ქულიანია. დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. უნდა შემოხაზოთ სწორი პასუხი.
მეორე დავალებაა 6-ქულიანია და რუკის ანალიზს წარმოადგენს.
მესამე ტიპის დავალება ახალი ტიპისაა (5 ქულა). აქ აბიტურიენტმა კონკრეტული მოვლენის მიზეზებსა და შედეგებზე უნდა იმსჯელოს, უნდა გაანალიზოს უშუალო მონაწილეების გარდა, კიდევ ვისთვის იქნებოდა იგი სასარგებლო ანდა პირიქით, საზიანო. ასევე, ისტორიიდან გაიხსენოს ამის მსგავსი სხვა მოვლენა.
დავალების მეოთხე ტიპია წერილობითი წყაროს ანალიზი, რომელიც მოითხოვს თანდართულ კითხვებზე პასუხის გაცემას (14 ქულა).

14.95