ტრეისი შევალიეს, ამერიკელი ისტორიული რომანების ავტორის, რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“ საყოველთაო აღიარება მოუტანა. ის იოჰანეს ვერმეერის ცნობილი ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. მწერალმა ისტორიის გადმოსაცემად ორიგინალური ხერხი გამოიყენა: ამბავს ვერმეერის ნახატზე გამოსახული გოგონა ყვება. მიუხედავად იმისა, რომ ტილოზე აღბეჭდილი გოგონას ვინაობა უცნობია, მისი მონათხრობი იმდენად საინტერესო, ცოცხალი და ემოციურია, რომ ყველაფერი რეალურად მომხდარი გვგონია.
2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც სკარლეტ იოჰანსენი მთავარ როლს ასრულებს.