ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს გამოქვეყნდა. 2007 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“.
იგი წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან ლიტერატურულ ჟურნალებში. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე, ქეთი ქანთარიასთან ერთად, ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“. 2011 წლიდან არის შვედ და ქართველ დრამატურგთა ჯგუფის წევრი. „აღმოსავლეთის გამოგონება“ მისი მოთხრობების მეორე კრებულია.