სამომხმარებლო ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და მაღაზია Tsignomani.newmart.ge ( ი/მ გიორგი აკობია; ს/ნ 51001029473)  შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მხოლოდ  Tsignomani.newmart.ge -ს  ვებ-გვერდის და ონლაინ მაღაზიის გამოყენებას. 

 მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი რეგისტრაციის მისამართის მოპოვება კომპანიის მხრიდან ხორციდლდება უშუალოდ მომხმარებლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  დაცვითა და შესაბამისი მიზნის ფარგლებში. 

  • ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს Tsignomani.newmart.ge -ს ვებ-გვერდით სარგებლობა, უნდა დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. Tsignomani.newmart.ge -ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, კანონმდებლობის დაცვით ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
  1. ტერმინთა განმარტება

1.1.  გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.2.  ვებ-გვერდი – ნიშნავს  Tsignomani.newmart.ge -ს რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.2  მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და Tsignomani.newmart.ge -ის პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია.

1.3.  მხარეები – ნიშნავს კომპანიას და  მის მომხმარებელს;

1.4.  ხელშეკრულება – მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1.6.  სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

  1. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელირებელი ადასტურებს, რომ:

2.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;

2.2.  გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს Tsignomani.newmart.ge -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3.  მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4.  გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.5.  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6.  მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7.  პირადი მონაცემების შეყვანისა და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული Tsignomani.newmart.ge -ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით

ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ Tsignomani.newmart.ge -სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად და სრულფასოვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს Tsignomani.newmart.ge – ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.11. Tsignomani.newmart.ge  ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია Tsignomani.newmart.ge  -ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

  1. Tsignomani.newmart.ge -ს სრული მომსახურებით სარგებლობისათვის

3.1 შეკვეთის დასრულებისას მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და მისამართს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;

3.2 მყიდველს აქვს საშუალება  ვებ გვერდზე აირჩიოს მისთვის სასურველ პროდუქტი ან პროდუქტები და დაამატოს ისინი კალათაში მათი ყიდვის მიზნით;

3.3 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას;

3.4. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;

  1. მომხმარებლის მიერ შეყვანილი უნივერსალური იდენტიფიკატორები

4.1. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელირებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების

წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.2. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.3 მომხმარებლის ფაქტიური მისამართი – ტრანსპორტირებისათვის საჭირო ინფორმაცია

4.4.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები;

  1. 5. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება

5.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, საიტზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

5.2. საიტზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

5.3.  მომხმარებელი Tsignomani.newmart.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვიდან თბილისში 2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.4. შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, რომელთა არჩევაც მომხმარებელს შეუძლია შესყიდვის გვერდზე.

5.5. მიწოდების პირობები შემდეგია:

5.5.1. პლასტიკური ბარათი – VISA / Master Card – ით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება თბილისში 2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.5.2. ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვის მეთოდით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისში, ხოლო რეგიონებში 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.5.3. ონლაინ განვადებით შეძენის შემთხვევაში, მიწოდება ხდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვიდან 2 სამუშაო

დღის განმავლობაში თბილისში, ხოლო რეგიონებში 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

5.5.4. მიწოდება ხორციელდება მხოლოდ მისამართზე, სართულზე ატანის მომსახურების გარეშე.

5.6 გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:

5.6.1 შესყიდვის გვერდზე არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს პლასტიკური ბარათის და ონლაინ ტრანზაქციის; ონლაინ განვადების ან საბანკო გადარიცხვის გზით.

5.6.2. შეკვეთების დამუშავება ხდება 10:00-დან 18:00 საათამდე. 18 საათის შემდეგ ან კვირას განხორციელებული შეკვეთების დამუშავება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

  1. 6. ანგარიშსწორება newmart.ge -სა და მომხმარებელს შორის

6.1.  მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

6.2.  საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.

6.3.  კომპანია მომხმარებელს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.

6.4 მომხმარებელის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6.5  მყიდველი Tsignomani.newmart.ge -სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

  • VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე Tsignomani.newmart.ge
  • საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე (შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ტარიფის დათვლა არ ხდება ავტომატურად, მომხმარებელი უნდა დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება მიწოდების დაანგარიშებული ტარიფი).
  • ონლაინ განვადება – სხვადასხვა ბანკს აქვს ონლაინ განვადების განსხვავებული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკურად ადგილზე მისვლა და ხელშეკრულების ხელმოწერა.
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის სურვილით, კომპანიის ოპერატორს შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს განვადების განაცხადის შევსებაში.
    1. 7. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი
    • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.